воскресенье, 18 октября 2015 г.



პროექტის პორტფოლიო

 დიდი  შრომისა  და მეცადინეობის შემდეგ დასრულდა ტრენინგი ,,პროექტებით  სწავლება". ეს  ტრენინგი  ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  იყო,  დავრწმუნდი,  რომ  სასწავლო  პროცესში  ელექტ.  ტექნოლოგიების  გამოყენებით სწავლება ეფექტური  და აუცილებელია.   პროექტის  დაგეგმვისას  ვისწავლე  შეფასების  სტრატეგიები, როგორ  გამოვიყენო  და მოვარგო  მოსწავლეს 21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები, რომელიც  მოსწ. ხელს  შეუწყობს  კრიტიკული  აზროვნების  განვითარებაში.  პროექტით  სწავლება ასევე  დაეხმარება მოსწ.ჩართულობასა  და სხვა მაღალი სააზროვნო  უნარების  განვითარებაში. ტრენინგზე  მიღებული  ცოდნა დამეხმარება ჩემს შემდგომ  მუშაობაში.
    მადლობას  ვუხდი ქალბატონ  ირინეს ეფექტიანი  სწავლებისა  და  გაწეული შრომისათვის.


суббота, 17 октября 2015 г.

ტრენინგის მერვე დღეს  განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები.  შევისწავლეთ   დიფერენცირებული  სწავლების მეთოდები.ჩემი  პროექტის  მიხედვით  შევძელი  დიფერენცირების  მოხდენა  და შერჩეული  აქტივობები   მოვარგე  სხვადასხვა  საჭიროების  მქონე  მოსწავლეებს. ჩემი  მასალები  ჩავალაგე პორთვოლიოში.

суббота, 10 октября 2015 г.

დღევანდელი ტრენინგი, როგორც  სხვა  ტრენინგები საინტერესო  იყო .დღეს  ვისაუბრეთ  მოსწავლის  სავარაუდო  ნამუშევარზე,  განვიხილეთ რამდენიმე შაბლონი.  აქედან  გამომდინარე  გავითვალისწინებ  როგორ მოვარგო  მას 21-ე  საუკუნის   უნარები, რომელიც   მოსწავლეს  განუვითარებს  მაღალ  სააზროვნო  უნარებს, ასევე  გავითვალისწინებ  სტანდარტებს,  მოსალოდნელ  შედეგებსა  და შეფასების   რუბრიკებს.ეს  მეთოდი  ხელს  შემიწყობს   ეფექტური  პროექტის  დაგეგვმასა   და   განხორციელებაში.